მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 21:24

23. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გირჩევთ: აქა გვყავს ოთხი კაცი, რომლებმაც აღთქმა დადეს.24. წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს.25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.
მოციქულთა საქმეები თავი 21
24. წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს.
თავი ლ̂ა. სწავლაჲ იაკობისი პავლეს მიმართ, რაჲთა არა აყენებდეს ჰურიათაგანთა წინა-დაცუეთად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
აწ უკუე ესე ყავ, რომელსა გეტყჳთ შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი ოთხნი, რომელთა ლოცუაჲ აქუს თავისა თჳსისა. ესენი წარიყვანენ და განწმდი მათ თანა და იკუეცე მათ თანა, რაჲთა დაიყჳნენ თავნი მათნი, და ცნან ყოველთა, ვითარმედ რომლისათჳს-იგი ესმა შენთჳს, არარაჲ არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ შჯულსა (21,23-24).:

თარგმანი: ზრახებით აზრახებენ, არა ბრძანებით უბრძანებენ, რაჲთა, დაღაცათუ არად საჴმარ არიან ქრისტეანობასა შინა ჰურიაებრნი წესნი, არამედ მან ეგრეთცა აჩუენოს, ვითარ თუმცა იმარხვიდა შჯულსა, მოქმედებითა რაჲთმე მათებრვე, რაჲთა აღეშენნენ იგინი. ხოლო ლოცვაჲ ესე, რომელ აქუნდა ოთხთა მათ კაცთა, აღთქუმაჲ არს. რამეთუ მრავალსა ადგილსა წმიდათა წერილთასა ნაცვალად "აღთქუმისა" "ლოცვაჲ" თქუმულ არს: "ილოცეთ და მიეცით" () — ამის წილ, ვითარმედ: "აღუთქუთ და აღუსრულეთ". რამეთუ ესე ჩუეულებაჲ იყო წარმართთაჲ, რომელ ვეცხლი შეაწონიან ძესა თჳსსა და საწონი მისი შეწირიან ღმრთისა. ხოლო უფალმან ჰურიათა შორის აღასუბუქა ფასი ესე. და აღრიცხუვასა შინა პირმშოთასა განაწესა წულისათჳს ერგასისი დიდრაქმაჲ, ხოლო ქალისათჳს ოც და ათი, საჴსრად პირმშოებისა მათისა, ვითარცა წერილ არს წიგნსა რიცხუთასა აღრიცხუვასა მას შინა ლევიტელთასა. ხოლო უკუანაჲსკნელ-რე წარმართთაცა შორის შემცირდა ესე, რამეთუ ნაცვალად ძისა საწონისა თმაჲ მოზრდილი და თხზული მოჰკუეციან და ამისი საწონი ოქროჲ შეწირიან ღმრთისა. ხოლო აწ ლოცვად სახელდებულისა ამის აღთქუმისა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის