მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 21:25

24. წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს.25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.
მოციქულთა საქმეები თავი 21
25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.
თავი ლ̂ა. სწავლაჲ იაკობისი პავლეს მიმართ, რაჲთა არა აყენებდეს ჰურიათაგანთა წინა-დაცუეთად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალნენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა და მშთვრისა და სიძვისა (21,25).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳან, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ, ჰურიათა მოძღუარნი, ესოდენ მიმშუებელ ვექმნენით წარმართთა, რომელ არცა რაჲ ერთი ჰურიაებრთა წესთაგანი ვიძიეთ მათგან, და ამით ჯერითა არა დავაბრკოლენით ჰურიანი, ეგრეთვე შენ პავლესთჳს, მოძღურისა მათისა, არა დაბრკოლდენ წარმართნი მცირედ სათნო-ყოფისათჳს ჰურიათაჲსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის