მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 21:26

25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.27. შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას
მოციქულთა საქმეები თავი 21
26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.
თავი ლ̂ა. სწავლაჲ იაკობისი პავლეს მიმართ, რაჲთა არა აყენებდეს ჰურიათაგანთა წინა-დაცუეთად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი (21,26).:

თარგმანი: ძალ-ედვა პავლეს განმართლებაჲ თავისაჲ წინა-დაცუეთითა მით ტიმოთესითა, ვითარმედ არა წინა-აღმდგომი არს შჯულისაჲ, არამედ სიმდაბლითა გონებისაჲთა იქმნებოდა ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, თანა-წარყვანებითა მით კაცთაჲთა და მათ თანა განწმედითა. რამეთუ შემდგომად კუეცისა შჳდ დღე შეწირვაჲ უნდის მსხუერპლისაჲ კაცად-კაცადსა აღკუეცილთა მათგანსა. ესრეთ უკუე შჳდთა მათ დღეთა დღითი-დღე შევიდოდა პავლე ტაძრად და მიუთხრობდა და არწმუნებდა ყოველთა, ვითარმედ არა ხოლო სხუათა არა აყენებს, არამედ თჳთცა დაუყენებელად აღასრულებს შეწირვასა მსხვერპლისასა შჳდთა მათ დღეთა განწესებულთა. ესრეთ უკუე, სადაცა ევნებოდის სარწმუნოებასა ქრისტეანეთასა, მუნ უმკუეთელეს მახჳლისა იყვის, ხოლო სადა არარაჲ ვნებაჲ შეემთხუეოდის სარწმუნოებასა ქრისტიანეთასა, მუნ აჩუენებდის ყოველსავე სახესა სიმდაბლისა და მორჩილებისასა ყოვლადქებული მოციქული პავლე, ვითარცა ყოვლითურთ მორჩილი ბრძანებათა ქრისტეს მეუფისათაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის