თარგმანი: განგებულებითა საღმრთოჲთა მაშინღა მოვიდეს ასიაჲთ ჰურიანი, ოდეს პავლეს გულსავსე ექმნნეს იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი მრავალ დღე ტაძრად მისლვითა და კუეცითა და შეწირვითა მსხუერპლთაჲთა, ვითარმედ აღმასრულებელი არს შჯულისაჲ. ხოლო ასიელნი, ვითარცა მრავალგზის მოქმედნი შფოთისანი, უწესოდ ღაღადებდეს და ერთა მოუწოდდეს შემწედ, ვითარმცა გრძნეულ და მაცთურ ყოფით ადვილად განერებოდა პავლე ჴელთაგან მათთა, ვინაჲცა აღაზრზენდეს მოკლვად მისსა ყოველთა, ძჳრის მზრახვალობისა და ბოროტის მეტყუელობისა შესმენითა, ვითარმცა ყოველსა ადგილსა განმაქიქებელ იყო შჯულისა მის ჰურიათაჲსა და მოსწრაფე დაჴსნად მისსა.
მოციქულთა საქმეები 21:28
27. შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას28. და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი).
მოციქულთა საქმეები თავი 21