მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 21:29

28. და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი).30. შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი.
მოციქულთა საქმეები თავი 21
29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი).
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ; რამეთუ ეხილვა წინაჲსწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა იგი პავლე. აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაჲ ერისაჲ და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეჴშნეს კარნი (21,28-30).:

თარგმანი: არა კმა-იყვეს შორიელი შესმენაჲ, არამუშა ცილის წამებითა მუნცა წარმართთა ტაძრად შეყვანებისაჲთა უმეტეს აღაბორგეს ქალაქი იგი, რომელნი არა თუ თაყუანის-ცემად აღსრულსა წარმართსა აყენებდიან ტაძრად შესლვად, ვითარ-იგი იოვანე იტყჳს სახარებასა შინა თჳსსა: იყვნეს წარმართთაგანნიცა ვინმე აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. ამათ არა აყენებდეს, ხოლო აწ პავლეს ურწმუნოთა ვიეთმე წარმართთა, არა თაყუანისა-ცემისა, არამედ ბასრობისათჳს ტაძრად შეყვანებულთა სწამებდეს, რომლისათჳს აღშფოთნა ერი. და მყის სტეფანესებრ პავლესცა განითრევდეს დაქოლვად და მოკლვად, არათუმცა განგებუდებითა საღმრთოჲთა დაჴშულ იყვნეს მათდა კარნი ტაძრისანი, რაჲთა ვერ განიყვანონ იგი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის