თარგმანი: ყოველსავე ადგილსა წეს არს მთავართა მიერ დაწყნარებად შფოთსა ქალაქისასა. ამისთჳს მირბიოდა ათასისთავი ასისთავებითურთ და მჴედრებით, რაჲთა დააწყნარონ შფოთი იგი, ვინაჲცა დააცხრვეს ცემაჲ პავლესი შიშისა მათისაგან, მათ რომელთა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი. ხოლო ათასისთავმან უბრძანა შეკრვაჲ პავლესი მრჩობლითა ორკეცობითა ჯაჭუთაჲთა, რაჲთა უმეტეს მოიმადლოს ერი იგი და ესრეთ დააცხრვოს შფოთებისაგან. და ვითარ გამოიკითხვიდა თუ რაჲ უქმნიეს, ვერარაჲ უძლო ცნობად მრავალსახეობათაგან შესმენათაჲსა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ერისა აღშფოთებულისაჲ. ამისთჳს ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად, ესე იგი არს გოდლად, რომელსა შინა თჳთ იგი მდგომარე იყო ბანაკებითა მჴედრობისა თჳსისაჲთა.
მოციქულთა საქმეები 21:32
31. როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.32. დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას.33. მაშინ ათასისთავი მიუახლოვდა და წამოაყენა იგი, ბრძანა ორმაგი ჯაჭვით შეეკრათ და თან ხალხს ეკითხებოდა, ვინ არის, ან რა ჩაიდინაო?
მოციქულთა საქმეები თავი 21