თარგმანი: ყოველსავე ადგილსა წეს არს მთავართა მიერ დაწყნარებად შფოთსა ქალაქისასა. ამისთჳს მირბიოდა ათასისთავი ასისთავებითურთ და მჴედრებით, რაჲთა დააწყნარონ შფოთი იგი, ვინაჲცა დააცხრვეს ცემაჲ პავლესი შიშისა მათისაგან, მათ რომელთა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი. ხოლო ათასისთავმან უბრძანა შეკრვაჲ პავლესი მრჩობლითა ორკეცობითა ჯაჭუთაჲთა, რაჲთა უმეტეს მოიმადლოს ერი იგი და ესრეთ დააცხრვოს შფოთებისაგან. და ვითარ გამოიკითხვიდა თუ რაჲ უქმნიეს, ვერარაჲ უძლო ცნობად მრავალსახეობათაგან შესმენათაჲსა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ ერისა აღშფოთებულისაჲ. ამისთჳს ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად, ესე იგი არს გოდლად, რომელსა შინა თჳთ იგი მდგომარე იყო ბანაკებითა მჴედრობისა თჳსისაჲთა.
მოციქულთა საქმეები 21:31
...უსტი, განზე გადგა. მას არ შეენდობა იმიტომაც, რომ, როცა მისგან საქვეყნოდ ცნობილი ბოროტმოქმედი მოითხოვეს, მისცა, ხოლო ქრისტეს შესახებ იკითხა: -რაჲ უკუე უყო იესუს? რითაც სამსჯავროს უფროსებად იუდეველები აქცია, მაშინ, როცა უფროსი თვითონ იყო და შეეძლო იესო მათთვის გამოეტაცა ისე, როგორც ათასისთავმა პავლე გამოსტაცა ().ჯუარს-ეცჳნ, - ამბობენ იუდეველები, რომელთაც არა მხოლოდ მისი სიკვდილი სურდათ, არამედ ბოროტმოქმედებაში ბრალის დადებაც, რადგან ჯვარი ბოროტმოქმედთა დასასჯელად იყო დადგენილი. ხელებს იბანს, რათა აჩვენოს, რომ თვითონ სიძულვილისაგან განწმენდილია. ცუდად აზროვნებს: ქრისტეს თან მართალი უწოდა და თანაც მკვლელებს გადასცა. სასჯელი მკვლელობისათვის იუდეველებმა თავიანთ თავზე აიღეს, რომელმაც მოაწია მათზე: რომაელებმა ისინიცა და მათი შვილებიც ამოწყვიტეს. სხვათა შორის, იმ ებრაელების შთამომავლებს, რომელთაც უფალი მოკლეს, მისი სისხლი დღემდე ადევთ, უფლის ურწმუნოებისა გამო ყველასგან იდევნებიან და ამის გამო დევნილთ არც შეწყალება აქვთ. პილატემ აცემინა იესო, ანუ გააშოლტინა, ან იმიტომ, რომ იუდეველნი გაეხარებინა, ან კიდევ საჩვენებლად იმისა, რომ იგი თვითონაც დასაჯა და ჯვარზე უკვე არა უდანაშაულო კაცი გაეკვრებოდა, არამედ პატივაყრილი. ასე ასრულდა წინასწარმეტყვ...