მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 21:5

4. მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს.5. იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.6. ერთმანეთს დავემშვიდობეთ; ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 21
5. იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ, და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით, ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და დაიდგინეს მუჴლნი ზღჳს კიდესა და ილოცეს. და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა. და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე (21,5-7).:

თარგმანი: შემდგომად შჳდ დღე დაყოვნებისა ტჳრეს შინა, გამოვიდეს მიერ ძმათაგან, რომელნი-იგი მჴურვალებით თანა-უვიდოდეს მათ ცოლებითურთ და შვილებით და წარგზავნნეს იგინი ნავითა პტოლემაიდად. ხოლო პტოლემაიდაჲ არს ქალაქი ფინიკიისაჲ, აღშენებული პტოლემეოჲსგან ლაღოჲსა, რომლისა ზე ითარგმნნეს ძუელნი წიგნნი სამეოც და ათთა მიერ თარგმანთა. ამის პტოლემაიდაჲსა სახელი აწ აქაიად ცვალებულ არს, და არს იგი საზღვართაგან გალილეაჲსათა ზღჳს კიდით კერძო, და მახლობელად თჳსა სამხრით კერძო აქუს მას მთაჲ კარმელი. ამას ქალაქსა მივიდა პავლე მოწფებითურთ და მუნ მყოფთა ძმათა თანა დაადგრა ერთ დღე ოდენ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის