თარგმანი: ესე ყოველნი სიტყუანი ზემოჲთვე მეათცამეტესა თავსა შინა განგჳმარტებიან. მუნ ლუკაჲს მიერ თხრობილნი პავლეს მოქცევისათჳს, და აქა — ლუკაჲს მიერვე აღწერილნი, ხოლო პავლეს თქუმულნი ერისა მიმართ, რაჲთა არა აბრალობდენ მას ჰურიათა შჯულისა დატევებისათჳს, რამეთუ არა ცუდად შეიცვალა პირველისა შჯულისა მოშურნეობისაგან, არამედ ესოდენითა ამით ჩუენებითა და გამოცხადებითა უფლისაჲთა. ხოლო რაჲ-იგი წინა-აღმდგომად ჩანს ორთავე ამათ თხრობათა შინა, იგი მუნცა განჳმარტებია და აქაცა ვიტყჳთ; რამეთუ მუნ ლუკა იტყჳს, ვითარმედ: კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. და აქა პავლე წარმოიტყჳს, ვითარმედ: რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს, ხოლო ჴმაჲ არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. აწ უკუე ესრეთ გულისჴმა-ყავ ორთავე ამათ სიტყუათა ჭეშმარიტებაჲ: ორნი ჴმანი იყვნეს: პავლესი და უფლისაჲ, და სიტყჳსაებრ პირველ თქუმულისა, პავლესი ოდენ ჴმაჲ ესმოდა კაცთა მათ. ხოლო აწინდელისა ამისებრ სიტყჳსა, ჴმაჲ იგი უფლისაჲ არა ესმოდა, მეტყუელი პავლეს მიმართ. და კუალად, ორნი ხილვანი იყვნეს: ნათლისაჲ მის და თჳთ უფლისაჲ. ნათელსა მას ხედვიდეს...
მოციქულთა საქმეები 22:14
...რადგან მას ცილს სწამებდნენ, თითქოს ამბოხებული და სიახლის შემომტანი ყოფილიყო, ამის გამო ამბობდა: ანანიამ მითხრა: „ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისა მისისაჲ, რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა“ (). ასევე აქაც, რათა არ მიეღო უმეგობროსა და უსინდისოს სახელი, თითქოს დავიწყებოდა, სამართლიანად აქებს თავის თავს და ამბობს: „ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ“ (), და არა უბრალოდ, არამედ: „ლოცვათა შინა ჩემთა“ (). ესე იგი, ეს ჩემი ლოცვის საქმეა: მთელ დროს ამას ვაკეთებ განუწყვეტლივ. რადგან ამას აჩვენებს სიტყვებით: „ღამე და დღე“ () ამისთვის ღმერთს ვევედრებოდი, და: „მსურის ხილვაჲ შენი“ ().
ხედავ მხურვალე წადილს? ხედავ სიყვარულის მძვინვარ...