თარგმანი: ვინაჲთგან ხილულთა საქმეთა თჳსთა წარმოთქუმაჲ სრულ ყო, მოწამედ ქონებითა კაცთაჲთა, აწ ხილვასა წარმოუთხრობს, და ნაცვალად მოწამეთა, ტაძარსა და ლოცვასა შემოიღებს, ვითარმედ: არა ოცნება იყო, რომელი ლოცვით და განკჳრვებით იხილა ტაძარსა შინა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მე გულის-სიტყჳთა კაცობრივითა ვჰგონებდ, ვითარმედ ისმინონ ჩემი ჰურიათა, რაჟამს მიხილონ მდევარი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ მოწაფედ ქრისტესსა; გულისჴმა-ყონ და თქუან, ვითარმედ უეჭუელად არათუმცა ეცნა მისთჳს, ვითარმედ ჭეშმარიტად ღმერთ არს, არამცა ქადაგებდა სახელსა მისსა, რომელსა პირველ სდევნიდა. არამედ ღმერთმან ესრეთ მრქუა: წარვედ ამიერ, რამეთუ არა ისმინონ შენი, და, ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: ზე-გეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე ნათესავთა და მეფეთა, ძეთა ისრაელისათა. და აწ ეტყჳს, ვითარმედ: არა მიითუალონ წამებაჲ შენი ჩემთჳს. ცხად არს, ვითარმედ ზეტჳრთვა არს ჴმა-მაღლად ქადაგებაჲ, ხოლო არა-შეწყნარებაჲ ქადაგებისაჲ — რაჟამს არა ისმენდენ. აწ უკუე ორივე ესე იქმნა, რამეთუ პავლეს ზე-ეტჳრთა სახელი ქრისტესი კადნიერად ქადაგებითა , ხოლო ჰურიანი არა ისმენდეს, ვითარ-ესე აწ სდევნიან და...
16. მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.17. ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი.18. ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ.
მოციქულთა საქმეები თავი 22