თარგმანი: ვინაჲთგან ხილულთა საქმეთა თჳსთა წარმოთქუმაჲ სრულ ყო, მოწამედ ქონებითა კაცთაჲთა, აწ ხილვასა წარმოუთხრობს, და ნაცვალად მოწამეთა, ტაძარსა და ლოცვასა შემოიღებს, ვითარმედ: არა ოცნება იყო, რომელი ლოცვით და განკჳრვებით იხილა ტაძარსა შინა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მე გულის-სიტყჳთა კაცობრივითა ვჰგონებდ, ვითარმედ ისმინონ ჩემი ჰურიათა, რაჟამს მიხილონ მდევარი და მომწყუედელი ქრისტეანეთაჲ მოწაფედ ქრისტესსა; გულისჴმა-ყონ და თქუან, ვითარმედ უეჭუელად არათუმცა ეცნა მისთჳს, ვითარმედ ჭეშმარიტად ღმერთ არს, არამცა ქადაგებდა სახელსა მისსა, რომელსა პირველ სდევნიდა. არამედ ღმერთმან ესრეთ მრქუა: წარვედ ამიერ, რამეთუ არა ისმინონ შენი, და, ვითარ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: ზე-გეტჳრთოს სახელი ჩემი წინაშე ნათესავთა და მეფეთა, ძეთა ისრაელისათა. და აწ ეტყჳს, ვითარმედ: არა მიითუალონ წამებაჲ შენი ჩემთჳს. ცხად არს, ვითარმედ ზეტჳრთვა არს ჴმა-მაღლად ქადაგებაჲ, ხოლო არა-შეწყნარებაჲ ქადაგებისაჲ — რაჟამს არა ისმენდენ. აწ უკუე ორივე ესე იქმნა, რამეთუ პავლეს ზე-ეტჳრთა სახელი ქრისტესი კადნიერად ქადაგებითა , ხოლო ჰურიანი არა ისმენდეს, ვითარ-ესე აწ სდევნიან და...
მოციქულთა საქმეები 22:18
17. ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი.18. ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ.19. მე ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეთ,
მოციქულთა საქმეები თავი 22