თარგმანი: დაღაცათუ უნდა ცნობად მიზეზსა, თუ რაჲსათჳს შეასმენენ მას ჰურიანი, გარნა არღარა ზედა-მისლვითა კადნიერებით ჰყოფს ამას ათასისთავი იგი, არამედ კრძალულებით განჰჴსნის პავლეს და დაადგინებს შორის კრებულსა მღდელთმოძღუართა და ჰურიათა ერისასა. რამეთუ, ვითარცა ჰრომისაგან, მოშიშ და განკრძალულ არს პავლესგან, რაჲთა არარაჲ ძჳრი შეამთხჳოს მას.
მოციქულთა საქმეები 22:30
29. მყისვე დაეხსნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა, და თვით ათასისთავსაც შეეშინდა, როცა გაიგო, რომ თურმე რომის მოქალაქე შეაბორკინა.30. მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით გაეგო, რას სდებდნენ ბრალად იუდეველნი, ბორკილები შეხსნა და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; გამოიყვანა პავლე და მათ წინაშე დააყენა.
მოციქულთა საქმეები თავი 22