თარგმანი: არღარა ათასისთავსა, არცა სიმრავლესა ერისასა სიტყუას-უგებს, არამედ შესაკრებელისა მიმართ მღდელთმოძღუართაჲსა ჰყოფს სიტყუასა, ვითარმედ: არარაჲ შემიცნობიეს თავისა ჩემისადა ღირსი კრულებათა და გუემათაჲ, რამეთუ არცა ღმრთისა მიმართ განდრეკილ ვარ, არცა კაცთა მიმართ.
მოციქულთა საქმეები 23:1
1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის.
მოციქულთა საქმეები თავი 23