თარგმანი: ვინაჲ ირწმუნა ათასისთავმან სიტყუაჲ იგი ჭაბუკისაჲ? არამედ მრავალ გზის გამოცდილ იყო უწესოსა მას შფოთის მოყუარებასა ჰურიათასა. ამისთჳს არა ყოვნა, არამედ ესოდენი ერი განჰმზადა, ვითარცა მეფისა პატივად და კრძალულებით წარყვანებად პავლესსა მყუდროსა შინა ჟამსა ღამისასა, რამეთუ ეშინოდა, ნუ-უკუე უწესოჲთა ერის კრებითა ზედა-მიუჴდენ და გამოსტაცონ და მოკლან პავლე ჰურიათა მათ, და საეჭუელ იქმნეს, ვითარმედ ნუ-უკუე ქრთამი მიეღო ათასისთავსა, და ამისთჳს არა დააყენა მკლველობაჲ მათი.
მოციქულთა საქმეები 23:23
22. მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო.23. მოიხმო ორი ასისთავი და უთხრა მათ: ღამის სამი საათისათვის მზად გყავდეთ ორასი ქვეითი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარიაში გასამგზავრებლად.24. მზად გყავდეთ აგრეთვე სახედარიც, რომ ზედ შესვან პავლე და მმართველ ფელიქსს მიჰგვარონ.
მოციქულთა საქმეები თავი 23