მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 23:24

23. მოიხმო ორი ასისთავი და უთხრა მათ: ღამის სამი საათისათვის მზად გყავდეთ ორასი ქვეითი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარიაში გასამგზავრებლად.24. მზად გყავდეთ აგრეთვე სახედარიც, რომ ზედ შესვან პავლე და მმართველ ფელიქსს მიჰგვარონ.25. და დაწერა ასეთი შინაარსის წერილი:
მოციქულთა საქმეები თავი 23
24. მზად გყავდეთ აგრეთვე სახედარიც, რომ ზედ შესვან პავლე და მმართველ ფელიქსს მიჰგვარონ.
თავი ლ̂დ. ვითარ, განიზრახეს რაჲ ჰურიათა სიკუდილი პავლესი, წარივლინა კესარიად ათასისთავისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მოუწოდა ორთა ვიეთმე ასისთავთა და ჰრქუა: განჰმზადეთ ორასი ერისაგანი, რაჲთა მივიდენ კესარიამდე, და მჴედარი სამეოც და ათი და ფაროსანი ორასი მესამით ჟამითგან ღამისაჲთ. და საჴედარი ერთი, რაჲთა აღსუან პავლე, და მიიყვანონ იგი ფელიქს მთავრისა (23,23-24).:

თარგმანი: ვინაჲ ირწმუნა ათასისთავმან სიტყუაჲ იგი ჭაბუკისაჲ? არამედ მრავალ გზის გამოცდილ იყო უწესოსა მას შფოთის მოყუარებასა ჰურიათასა. ამისთჳს არა ყოვნა, არამედ ესოდენი ერი განჰმზადა, ვითარცა მეფისა პატივად და კრძალულებით წარყვანებად პავლესსა მყუდროსა შინა ჟამსა ღამისასა, რამეთუ ეშინოდა, ნუ-უკუე უწესოჲთა ერის კრებითა ზედა-მიუჴდენ და გამოსტაცონ და მოკლან პავლე ჰურიათა მათ, და საეჭუელ იქმნეს, ვითარმედ ნუ-უკუე ქრთამი მიეღო ათასისთავსა, და ამისთჳს არა დააყენა მკლველობაჲ მათი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის