თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ ესე ანანია სახარებასა შინა ანნად სახელდებულ არს, რაჟამს აღმოიკითხო იესუჲსთჳს, ვითარმედ: მიიყვანა იგი ანნა კრული კაიაფა მღდელთმოძღურისა. ამას ანანიას აღრიპპა მონაცვალემან ჰეროდეს ოთხთა სამთავროთა მთავრისამან, განსძარცუა პატივი მღდელთმოძღურებისაჲ და სხუაჲ დაადგინა მის წილ. არამედ უკუანაჲსკნელ კუალად მიიღო მღდელთმოძღურობაჲ კოპონიოჲსგან, რომელი იყო მთავარი ჰურიასტანისაჲ. და აწ ჯდა და უბრძანებდა ცემად პავლესსა თჳნიერ ყოვლისა ბრალისა. ხოლო პავლე არა გინებით, არცა წყევით, არამედ უფროჲსღა საღმრთოდ კადნიერებით წინა-უწამა და ჰრქუა: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, უკუეთუ არა მოიქცე ეგევითარისა უმშჯავროებისაგან, რომელ აწ ჰზი და უბრალოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა; ვინაჲცა სხუაჲ არს სიტყუაჲ გინებისა და წყევისაჲ, რომელთ-ესე უცხო არს ქრისტესგან და მოწაფეთა მისთაგან, და სხუაჲ არს სიტყუაჲ მხილებისა და კადნიერებისაჲ, ვითარ-იგი უფალი ეტყჳს ჰურიათა: ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა. ამისსავე მსგავს არს აწინდელი ესე სიტყუაჲ პავლესი, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელებით ჰრქუა,...
მოციქულთა საქმეები 23:3
2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის.3. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას.4. ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?
მოციქულთა საქმეები თავი 23