1.პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.2.მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის.3.მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას.4.ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?5.უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი.6.როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი - ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს.7.ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა და ორად გაიყო კრებული.8.ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას.9.ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოულობთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი?10.მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი.11.მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა პავლეს და უთხრა: მხნედ იყავ, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, რომშიც ასევე უნდა მიმოწმო.12.როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.13.ხოლო შეთქმულნი ორმოცზე მეტნი იყვნენ.14.მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს.15.მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად.16.შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, ციხეში შეაღწია და აუწყა პავლეს.17.ხოლო მან უხმო ერთ-ერთ ასისთავს და უთხრა: ეს ჭაბუკი მიიყვანე ათასისთავთან, ვინაიდან რაღაცა აქვს მისთვის სათქმელი.18.მანაც წაიყვანა იგი, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: პატიმარმა პავლემ მიხმო და მთხოვა შენთან მომეყვანა ეს ჭაბუკი, ვინაიდან სიტყვა აქვს შენთვის სათქმელი.19.ათასისთავმა ხელი მოჰკიდა, განზე გაიხმო და ჰკითხა: რაო, მაინც რა უნდა მითხრა?20.ხოლო მან უთხრა: იუდეველებმა განიზრახეს გთხოვონ, რომ ხვალ სინედრიონში მიიყვანო პავლე, ვითომ უფრო გულდასმით სურთ მისი საქმის გამოძიება.21.მაგრამ ნუ ერწმუნები მათ, ვინაიდან ჩასაფრებული ჰყავთ ორმოცზე მეტი კაცი, რომლებმაც დაიფიცეს, არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე არ მოკლავენ პავლეს. ახლა უკვე გამზადებულნი არიან შენი ბრძანების მოლოდინში.22.მაშინ ათასისთავმა გაუშვა ჭაბუკი და უბრძანა: არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო.23.მოიხმო ორი ასისთავი და უთხრა მათ: ღამის სამი საათისათვის მზად გყავდეთ ორასი ქვეითი, სამოცდაათი მხედარი და ორასი შუბოსანი კესარიაში გასამგზავრებლად.24.მზად გყავდეთ აგრეთვე სახედარიც, რომ ზედ შესვან პავლე და მმართველ ფელიქსს მიჰგვარონ.25.და დაწერა ასეთი შინაარსის წერილი:26.„კლავდიუს ლისია მძლეთამძლე მმართველს ფელიქსს, გიხაროდეს:27.ეს კაცი შეიპყრეს იუდეველებმა და მოკვლას უპირებდნენ; მე ჯარისკაცებით მივედი და როცა გავიგე, რომ რომაელია, გამოვიტაცე.28.მინდოდა გამეგო, რას სდებდნენ ბრალად და მათ სინედრიონში მივიყვანე.29.მივხვდი, რომ თავიანთი რჯულის გამო დაედანაშაულებინათ, მაგრამ ისეთი არაფერი ჩაუდენია, სიკვდილი ან ბორკილები რომ დაემსახურებინოს.30.როდესაც გავიგე, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულიყვნენ, მაშინვე შენთან გამოვგზავნე და ბრალმდებლებსაც ვუბრძანე შენს წინაშე ელაპარაკათ მასზე. იცოცხლე!“31.ჯარისკაცებმა, ბრძანებისამებრ, წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრიდას.32.მეორე დღეს კი მხედრებს გააყოლეს და უკან დაბრუნდნენ.33.ხოლო მათ კესარიაში ჩასვლისას წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს მმართველს.34.წერილი რომ წაიკითხა, მმართველმა ჰკითხა: სადაური ხარო, და, როცა გაიგო, კილიკიელი ყოფილაო, თქვა:35.მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; მერე კი ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში ჰყოლოდათ და თვალყური სჭეროდათ მასზე.
მიხედა პავლე შესაკრებელსა მას და თქუა: კაცნო ძმანო, მე ყოვლითა გონებითა კეთილითა ვმოქალაქობ ღმრთისა მიმართ ვიდრე აქა დღედმდე (23,1).
თარგმანი: არღარა ათასისთავსა, არცა სიმრავლესა ერისასა სიტყუას-უგებს, არამედ შესაკრებელისა მიმართ მღდელთმოძღუართაჲსა ჰყოფს სიტყუასა, ვითარმედ: არარაჲ შემიცნობიეს თავისა ჩემისადა ღირსი კრულებათა და გუემათაჲ, რამეთუ არცა ღმრთისა მიმართ განდრეკილ ვარ, არცა კაცთა მიმართ.
ხოლო მღდელთმოძღუარმან ანანია უბრძანა წინაშე მდგომელთა მათ მისთა პირსა ცემაჲ მისი. მაშინ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ და მათგანნი სტანჯნეთ შესაკრებელთა შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად“ (23,34).:
...ად ზატიკობისათა აღმოჰგუაროს იგი და მისცეს ჴელთა ერისათა, რამეთუ წადიერ იყვნეს მოკლვად მისა და წყურიელ იყვნეს სისხლისა მისისა დათხევად. კუალად პავლესთჳს დიდი მოსწრაფებაჲ დადვეს მოკლვად და შეჩუენებულ-ყვნეს თავნი თჳსნი არარაჲსა გემოჲს-ხილვად, ვიდრემდე მოკლან იგი. და ყოვლით კერძო გამოაჩინნეს თავნი თჳსნი, ვითარმედ ნაშობნი არიან მკლველთა წინაჲსწარმეტყუელთანი და მიმსგავსებულნი გონებათა მათთა, უფროჲსღა ფრიად უძჳრესნი და უბოროტესნი მათსა.
რამეთუ ამათ ქმნეს თავი იგი და აღსასრული ყოველთა ბოროტთაჲ. მამათა მათთა მონანი იგი მოვლინებულნი მოღებად ნაყოფისა მისგან ვენაჴისა მოსწყჳდნეს, ხოლო ამათ ძე იგი მხოლოდშობილი, უფალი და მეუფე ყოველთაჲ, მოკლეს, და მონანი იგი, ქორწილად მწოდებელნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს. ამისთჳსცა ეტყჳს უფალი: „გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ საშჯელსა მას გეჰენიისასა?“ ამათ სიტყუათა მიერ ქადაგებაჲცა იგი იოვანესი მოაჴსენა, რომელმანცა ესრეთ უწოდა მათ, და სასჯელი იგი მერმისაჲ მის საუკუნოჲსაჲ წინაუყო. არამედ არცა სასჯელისა მის საუკუნოჲსა სიტყუაჲ, არცა გეჰენიისა ჴსენებაჲ შეერაცხა მათ საშინელად, არამედ იყვნეს იგინი გულფიცხელ და უშიშ. ამისთჳსცა შემსგავსებულად უკეთურებისა მათი...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო მთავარმან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთაგანი, და მიგიტეო თქუენ? მათ ჰრქუეს: ბარაბა. ჰრქუა მათ პილატე: და რაჲ უყო იესუს, რომელსა ჰქჳან ქრისტჱ? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარსეცჳნ! ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ! ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არას არგებს მას, არამედ უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა: უბრალო ვარი მე სისხლისაგან მაგისისა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და თქუა: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“ (27,21-25).:
...და მიზეზსა სიკუდილისასა მის თანა არა ჰპოვებ და ბრალსა შენგან განაგდებ, რაჲსათჳს მისცემ ჯუარ-ცუმად, ანუ რაჲსათჳს არა გამოიტაცებ შორის მათსა, ვითარცა ათასისთავმან მან ქმნა პავლეს ზედა? რამეთუ მაშინცა შფოთი დიდი იყო მის ზედა ჰურიათაგან, არამედ ათასისთავი იგი მჴნედ წინააღუდგა და განარინა იგი ჴელთაგან მათთა. გარნა პილატე არა ესრეთ ქმნა, არამედ ფრიად უგუნურად და უგულოდ; და ყოველნივე იგი მიდრეკილ და უჴმარ იყვნეს, არცა პილატე ერსა მას წინააღუდგა, არცა ერი იგი - მღდელთმოძღუართა, არამედ ღაღადებდეს: „ჯუარს-ეცჳნ ეგე!“ რავდენი მიზეზი მისცა ქრისტემან მოქცევისაჲ და არა მოიქცეს. ვი-თარცა-იგი იუდას შეემთხჳა, ეგრეთვე ჰურიათა; და არცა თუ ოდეს იხილეს მთავარი იგი, ვითარ დაიბანნა ჴელნი, ლმობიერ იქმნნეს, არამედ უფროჲსად ღაღატ-ყვეს და თქუეს: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა“. მაშინ იხილა რაჲ პილატე, ვითარმედ ყოველი იგი ბრალი თავთა თჳსთა ზედა დაიკრიბეს ნეფსით თჳსით, აღასრულა მან ნებაჲ მათი.
აწ იხილეთ აქა განსაკჳრვებელი საქმე: ვითარ, ეუფლოს რაჲ ეშმაკი ვისმე, სრულიად დააბრმობს. თქუთღა, უშჯულონო ჰურიანო, გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო დრკუო და გულარძნილო, ერო ცოფო და არაბრძენო, ნაშობნო ბილწებისანო, მზრახვალნო წარწყმედისანო, რომელთა თანა არა არს მეცნიერე...