მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 23:34

33. ხოლო მათ კესარიაში ჩასვლისას წერილი გადასცეს და პავლეც წარუდგინეს მმართველს.34. წერილი რომ წაიკითხა, მმართველმა ჰკითხა: სადაური ხარო, და, როცა გაიგო, კილიკიელი ყოფილაო, თქვა:35. მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; მერე კი ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში ჰყოლოდათ და თვალყური სჭეროდათ მასზე.
მოციქულთა საქმეები თავი 23
34. წერილი რომ წაიკითხა, მმართველმა ჰკითხა: სადაური ხარო, და, როცა გაიგო, კილიკიელი ყოფილაო, თქვა:
თავი ლ̂დ. ვითარ, განიზრახეს რაჲ ჰურიათა სიკუდილი პავლესი, წარივლინა კესარიად ათასისთავისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ხვალისაგან განუტევნეს მჴედარნი იგი მისლვად მის თანა, და იგინი მოიქცეს ბანაკად. რომელნი-იგი მო-რაჲ-ვიდეს კესარიად, მისცეს წიგნი იგი მთავარმან მას და ჰკითხა, თუ რომლისა სამთავროჲსაჲ არს. და ისწავა, რამეთუ კილიკიაჲთ არს, და ჰრქუა: ვისმინო შენი, რაჟამს შემასმენელნიცა შენნი მოვიდენ. და უბრძანა ტაძარსა მას ჰეროდესსა დამარხვაჲ მისი (23,32-35).:

თარგმანი: ვიდრემდის საშიშ იყო მახლობელად იერუსალემისა, მკჳრცხლნიცა თანაუვიდოდეს, ხოლო რაჟამს განაშორეს იერუსალემით და წარავლნეს ადგილნი გუერდოვანნი, მაშინ თჳთ შეიქცეს და მჴედარნი იგი ხოლო წარაყვანნეს, რომელთა მალიად განვლეს ვაკე იგი და მიიწინეს კესარიად. ხოლო მთავარმან წარიკითხა რაჲ წიგნი ლუსიაჲსი, არღარაჲ უმეტესი გამოიკითხა პავლესგან თჳნიერ სახელი ხოლო ქალაქისაჲ ვინაჲცა კუალად საპყრობილედ მიეცა მოციქული, რაჲთა მაშინ განიკითხოს, ოდეს შემასმენელნი მისნი მივიდენ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის