თარგმანი: ვიდრემდის საშიშ იყო მახლობელად იერუსალემისა, მკჳრცხლნიცა თანაუვიდოდეს, ხოლო რაჟამს განაშორეს იერუსალემით და წარავლნეს ადგილნი გუერდოვანნი, მაშინ თჳთ შეიქცეს და მჴედარნი იგი ხოლო წარაყვანნეს, რომელთა მალიად განვლეს ვაკე იგი და მიიწინეს კესარიად. ხოლო მთავარმან წარიკითხა რაჲ წიგნი ლუსიაჲსი, არღარაჲ უმეტესი გამოიკითხა პავლესგან თჳნიერ სახელი ხოლო ქალაქისაჲ ვინაჲცა კუალად საპყრობილედ მიეცა მოციქული, რაჲთა მაშინ განიკითხოს, ოდეს შემასმენელნი მისნი მივიდენ.
მოციქულთა საქმეები 23:35
34. წერილი რომ წაიკითხა, მმართველმა ჰკითხა: სადაური ხარო, და, როცა გაიგო, კილიკიელი ყოფილაო, თქვა:35. მაშინ მოგისმენ, როცა შენი ბრალმდებლებიც მოვლენ; მერე კი ბრძანა, ჰეროდეს პრეტორიუმში ჰყოლოდათ და თვალყური სჭეროდათ მასზე.
მოციქულთა საქმეები თავი 23