თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ ესე ანანია სახარებასა შინა ანნად სახელდებულ არს, რაჟამს აღმოიკითხო იესუჲსთჳს, ვითარმედ: მიიყვანა იგი ანნა კრული კაიაფა მღდელთმოძღურისა. ამას ანანიას აღრიპპა მონაცვალემან ჰეროდეს ოთხთა სამთავროთა მთავრისამან, განსძარცუა პატივი მღდელთმოძღურებისაჲ და სხუაჲ დაადგინა მის წილ. არამედ უკუანაჲსკნელ კუალად მიიღო მღდელთმოძღურობაჲ კოპონიოჲსგან, რომელი იყო მთავარი ჰურიასტანისაჲ. და აწ ჯდა და უბრძანებდა ცემად პავლესსა თჳნიერ ყოვლისა ბრალისა. ხოლო პავლე არა გინებით, არცა წყევით, არამედ უფროჲსღა საღმრთოდ კადნიერებით წინა-უწამა და ჰრქუა: ცემაჲ შენი ეგულების ღმერთსა, უკუეთუ არა მოიქცე ეგევითარისა უმშჯავროებისაგან, რომელ აწ ჰზი და უბრალოდ ჰბრძანებ ცემად ჩემდა; ვინაჲცა სხუაჲ არს სიტყუაჲ გინებისა და წყევისაჲ, რომელთ-ესე უცხო არს ქრისტესგან და მოწაფეთა მისთაგან, და სხუაჲ არს სიტყუაჲ მხილებისა და კადნიერებისაჲ, ვითარ-იგი უფალი ეტყჳს ჰურიათა: ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა. ამისსავე მსგავს არს აწინდელი ესე სიტყუაჲ პავლესი, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელებით ჰრქუა,...
მოციქულთა საქმეები 23:5
4. ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?5. უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი.6. როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი - ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს.
მოციქულთა საქმეები თავი 23