თარგმანი: არა ჰლიქნის, არამედ კადნიერად ეძიებს მართლმსაჯულობასა მთავრისასა და ეტყჳს, რაჲთა არა ვითარცა ახალმან და გამოუცდელმან, არამედ ვითარცა ძუელმან და მრავალ ჟამითგან გამოცდილმან ჰურიათა ბჭობისამან ეგრეთ გულისჴმა-ყოს პავლესი იგი თავისა თჳსისათჳს სიტყჳსგებაჲ წინა-აღმდგომთა მიმართ და ესრეთ თუალ-უხუავად განბჭოს.
მოციქულთა საქმეები 24:11
10. ხოლო პავლემ, როცა მმართველმა ანიშნა, ილაპარაკეო, თქვა: რაკიღა ვიცი, რომ ამდენი წლის მანძილზე მართლად განიკითხავ ამ ხალხს, მით უფრო თამამად შევძლებ თავის მართლებას.11. თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტი დღე თუ იქნება, რაც იერუსალიმს ავედი თაყვანისცემად.12. არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ დავა დამეწყოს ან ამებორგებინოს ხალხი, არც სინაგოგაში და არც ქალაქში.
მოციქულთა საქმეები თავი 24