თარგმანი: ვითარცა ზემო ვთქუთ, ესე დროსილა ჰურიაჲ, რომელი გარეგან შჯულისა ცოლ ქმნილ იყო წარმართისა ფელიქსისსა, ასული იყო აღრიპპაჲსი, ჰეროდედ წოდებულისაჲ, რომელმან-იგი მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი. და ამისთჳს ზოგად ორნივე მეუღლენი, ვითარცა მეცნიერსა შჯულისასა, ზედაჲს-ზედა ეზრახებოდეს პავლეს. ხოლო იგი არა ლიქნისა სიტყუათა მიერ ეზრახებოდა, არამედ მტკიცედ განუცხადებდა, ვითარმედ: უკუეთუ არა მტკიცედ ჰრწმენეს ქრისტესი, და ბრძანებათაებრ მისთა სიწმიდით და სიმართლით მოქალაქობდენ და ამათ შინა საღმრთოდ მოთმინე იყვნენ, მერმესა მას უწყალოდ დაშჯად არიან, რომლითა შეაშინნა იგინი, გარნა ვინაჲთგან არა საღმრთო იყო მიზეზი ზედაჲს-ზედა ზრახვისა მათისაჲ, ამას ჯეროვნად განაქიებს აღმწერელი თხრობისაჲ ამის, ვითარმედ არარაჲსა სხჳსათჳს, გარნა ქრთამისა მიღებისათჳს მრავალ გზის მიუწოდდა მას. ეჰა სიცოფეღა ანგაჰრებისა მისისაჲ! უკუეთუ ნამდჳლვე ოქროჲსა მომღოდე არს მისგან, რომელსა ყოველი სოფლისა ამის საქმე სახედ მტუერისა ნაგევისა შეერაცხა, რაჲთა მხოლოდ ქრისტე შეიძინოს, რომლისაჲ-იგი სიკუდილი მას მარადის ჴორცთა შინა ეტჳრთა.
მოციქულთა საქმეები 24:26
25. მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.26. თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.27. მაგრამ ორი წლის შემდეგ ფელიქსის ადგილი პორციუს ფესტუსმა დაიკავა. და რაკი სურდა იუდეველთათვის ეამებინა, ფელიქსმა პატიმრად დატოვა პავლე.
მოციქულთა საქმეები თავი 24