თარგმანი: სამართალ და შჯულიერ იყო კმა-ყოფაჲ ორ წელ უბრალოდ პყრობილებისა პავლესისაჲ და ჟამსა ცვალებისა თჳსისასა უეჭუელად განტევებაჲ მისი. ხოლო ფელიქსს ღმრთისა და სამართლად ბჭობისაჲ არა ჰგლოდა. საჴმართა მიღებისათჳს დროებდა ორ წელ, და ვითარცა მათგან ჴუებულ იქმნა, ცუდი დიდებაჲ მოიყიდა ჰურიათაგან, მათვე კრულებათა შინა დატევებითა პავლესითა.
მოციქულთა საქმეები 24:27
26. თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.27. მაგრამ ორი წლის შემდეგ ფელიქსის ადგილი პორციუს ფესტუსმა დაიკავა. და რაკი სურდა იუდეველთათვის ეამებინა, ფელიქსმა პატიმრად დატოვა პავლე.
მოციქულთა საქმეები თავი 24