თარგმანი: საგონებელ არს, ნუ-უკუე ქრთამიცა წარეგოს პურიათა დღეთა მათ შინა ათთა, ფესტოჲს იერუსალემს ყოფისათა. ამისთჳს მსწრაფლ მიუდგეს მას და შთასლვასავე თანა ხვალისაგან წარმოადგინა პავლე კესარიას წინაშე საყდართა თჳსთა, და არღარა მსგავსად პირველისა სამართლად ბჭობს, ვითარცა განხრწნილი ქრთამისა მიერ. რამეთუ მაშინ ჰურიათა სიტყუა-უგო, ვითარმედ არა ჯერ-არს პავლესი იერუსალემდ აღსლვაჲ; იგინი შთავიდედ კესარიად. ხოლო აწ გარე-მოადგინნა ცილის-მწამებელნი, რომელთა ტყუვილსა დაჰჴსნიდა პავლე, და გამოაჩინებდა თჳსსა ყოვლით-კერძო უბრალოებასა შჯულისა მიმართცა და ტაძრისა და სამეუფოთა კეისრისა ბრძანებათა, რომელთა მორჩილ იყო.
მოციქულთა საქმეები 25:8
7. როცა მოვიდა, გარს შემოერტყნენ იერუსალიმიდან ჩამოსული იუდეველნი, რომელთაც მრავალი მძიმე ბრალდება წაუყენეს პავლეს, თუმცა მათი დამტკიცება კი არ შეეძლოთ.8. ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს.9. ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო?
მოციქულთა საქმეები თავი 25