მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 25:9

8. ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს.9. ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო?10. პავლემ მიუგო: კეისრის სამსჯავროს წინაშე ვდგავარ, სწორედ იქ, სადაც უნდა განვისაჯო, იუდეველთათვის კი ცუდი არაფერი მიქნია, როგორც თავად მოგეხსენება.
მოციქულთა საქმეები თავი 25
9. ფესტუსს იუდეველთა მომადლიერება უნდოდა და პასუხად უთხრა პავლეს: იქნებ იერუსალიმს ასვლა გინდა, რომ იქ განისაჯო ჩემს წინაშე ამ ბრალდების გამო?
თავი ლ̂ვ. ფელიქსის ცვალებისა და ფესტოჲს მიერ განკითხვისათჳს პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ფესტოსს უკუე უნდა მომადლებაჲ ჰურიათაჲ. მიუგო პავლეს და ჰრქუა: გნებავსა იერუსალემდ აღსლვაჲ და მუნ ამისთჳს განკითხვაჲ ჩემ წინაშე? ჰრქუა მას პავლე: საყდართა წინაშე კეისრისათა ვდგა, სადა ჯერ-არს ჩემი განკითხვაჲ. ჰურიათა არაჲ შევსცოდე, ვითარცა შენ უმჯობეს იცი. უკუეთუ რასმე ვავნებ და ღირსი სიკუდილისაჲ მიქმნიეს, არა ვევლტი სიკუდილსა. უკუეთუ არარაჲ არს, რომელსა ესენი შემასმენენ მე, ვერვის ჴელ-ეწიფების მიმადლებაჲ ჩემი მათადა. კეისარსა უღაღადებ. მაშინ ფესტოს ზრახვა იყო თანა-მზრახვალისა თჳსისა თანა და თქუა: კეისარსა უღაღადებ, კეისრისაცა წარხჳდე (25,9-12).:

თარგმანი: დაღაცათუ ფესტოს, განხრწნილი ქრთამითა, შეაცთუნებდა პავლეს, წუევითა მით იერუსალემდ აღსლვისაჲთა, რაჲთა მოიმადლნეს ჰურიანი, არამედ კეთილად გამოუცხადა სულმან წმიდამან პავლეს სივერაგე იგი მათი, ვინაჲცა გონებისა მიმართ მკლველთაჲსა და არა სიტყჳსა მიმართ სიტყუა-უგებს. რამეთუ ფესტოს ამით შეაცთუნებდა, ვითარმედ: არა მაგათ მიგცემ განსაკითხავად, არამედ იერუსალემსცა მევე განგიკითხავ. ხოლო პავლე უწყოდა, ვითარმედ მგზავრ ეგულების მოკლვაჲ მისი. ამისთჳს ესე განაქიქა და თქუა, ვითარმედ: ბრალსა მაგას, რომელსა-ეგე დასდებენ ჩემ ზედა, ვითარმედ კეისარსა რაჲმე შევსცოდე, აჰა აწვე წინაშე საყდართა მისთა წარმოდგომად მზა ვარ, რაჲთა მან მიმიჴადოს სიტყუაჲ, უკუეთუ რაჲმე მიქმნიეს. ხოლო ჰურიათა მიმართ უბრალო ვარ, და უკუეთუ ბრალეულ ვარ, აწვე მზა ვარ სიკუდიდ და არა ვევლტი სამართალსა სიკუდილსა. ხოლო უკუეთუ უბრალო ვარ, ვერვის ჴელ-ეწიფების სიკუდიდ გინცემაჲ ჩემი ჴელთა მათთა, რამეთუ აჰა კეისარსა უღაღადებ, და თჳნიერ მისსა ვერვის ჴელ-ეწიფების განკითხვაჲ. ჩემი უბრალოჲსაჲ, რამეთუ მუნ მნებავს, რაჲთა ვიჭრტინვო შენთჳს, რომელი-ეგე უმშჯავროდ ჰბჭობ ჩემ ზედა. ესრეთ ჟამიერად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის