თარგმანი: ესევითარი ესე ჩუენებაჲ, რომელი იხილა პავლე,ზეშთა აღემატების სახედველთა ჴორციელთა კაცთასა, და რომელი ჴორცთა შინა იყოს, ვერ იხილავს ესევითარსა მას ჩუენებასა, ვიდრე არა ღმერთმან განუნათლნეს მას თუალნი გონებისანი, ვითარ-ესე აწ პავლე საცნაურითა თუალითა სულისაჲთა იხილა უფალი, და მყის იქმნა ნათელ ყოვლისა სოფლისა, რაჲთა ასწავოს შეტკბობაჲ სარწმუნოებისა და საქმეთა კეთილთაჲ, რამეთუ შემდგომად სარწმუნებად მოსლვისა ჯერ-არს საქმეთაჲ მათი ქმნაჲ, რომელნი შეეტყუებიან ქრისტეანესა. ამისთჳს აწ წარმოუთხრობს აღრიპპას მიზეზსა თჳსისა ჰურიათა მიერ შეპყრობისასა. ესე იგი არს, სარწმუნოებად მოქცევაჲ წარმართთა ნათესავისაჲ, რომელი ეძჳნებოდა მათ.
მოციქულთა საქმეები 26:20
19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფეო აგრიპა, ზეციურ ხილვას,20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით.21. ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.
მოციქულთა საქმეები თავი 26