მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 26:21

20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით.21. ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.22. მაგრამ, ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ დიდსა თუ მცირეს და არაფერს ვამტკიცებ, გარდა იმისა, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო;
მოციქულთა საქმეები თავი 26
21. ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.
თავი ლ̂ზ. ბერენიკეს და აღრიპპაჲს მოსლვისათჳს და კუალად განკითხვისა პავლესისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
წარმართთა, მიუთხრობდ სინანულსა და მოქცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინანულისაჲ საქმე ქმნად. ამისთჳს შემიპყრეს მე ჰურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლვად ჩემდა (26,19-21).:

თარგმანი: ესევითარი ესე ჩუენებაჲ, რომელი იხილა პავლე,ზეშთა აღემატების სახედველთა ჴორციელთა კაცთასა, და რომელი ჴორცთა შინა იყოს, ვერ იხილავს ესევითარსა მას ჩუენებასა, ვიდრე არა ღმერთმან განუნათლნეს მას თუალნი გონებისანი, ვითარ-ესე აწ პავლე საცნაურითა თუალითა სულისაჲთა იხილა უფალი, და მყის იქმნა ნათელ ყოვლისა სოფლისა, რაჲთა ასწავოს შეტკბობაჲ სარწმუნოებისა და საქმეთა კეთილთაჲ, რამეთუ შემდგომად სარწმუნებად მოსლვისა ჯერ-არს საქმეთაჲ მათი ქმნაჲ, რომელნი შეეტყუებიან ქრისტეანესა. ამისთჳს აწ წარმოუთხრობს აღრიპპას მიზეზსა თჳსისა ჰურიათა მიერ შეპყრობისასა. ესე იგი არს, სარწმუნოებად მოქცევაჲ წარმართთა ნათესავისაჲ, რომელი ეძჳნებოდა მათ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის