თარგმანი: აჰა მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ სხუათა პყრობილთა თანა მიეცა ივლიოსს ასისთავსა, რომელი იყო გუნდისაგან სევასტიელთაჲსა, რაჲთა წარიყვანოს იტალიას, რომელ არს ქუეყანაჲ ჰრომისაჲ. ხოლო ნავი იგი, რომელსა აღჴდეს, ასიისა კერძოთა მივიდოდა და იყო იგი ადრამიტჳნელი. კეთილად უკუე განეგო პავლეს და ლუკაჲს თანა ყოფაჲ არისტარხოჲსიცა, რომელი იყო ქუეყანით მაკედონიით, თჳთ მის მაკედონელთა დედაქალაქისა თესალონიკისაჲ, რაჲთა ყოველივე ჰამბავი პავლესი მიუთხრას მაკედონელთა, რაოდენი-რაჲ შეემთხჳა ნავსა შინა.
მოციქულთა საქმეები 27:1
1. როდესაც გადაწყდა ხომალდით გავეგზავნეთ იტალიაში, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის რაზმის ასისთავს ჩააბარეს, სახელად იულიუსს.2. ავედით ადრამიტიულ ხომალდზე, ასიის სანაპიროსთვის რომ უნდა ჩაევლო, და გავემგზავრეთ. ჩვენთან იყო თესალონიკელი არისტარქე მაკედონელი.
მოციქულთა საქმეები თავი 27