მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 27:14

13. დაჰბერა სამხრეთის ქარმა და რაკი ეგონათ, ეგ არის, ნატვრა აგვიხდაო, ღუზა აუშვეს და კრეტეს გასწვრივ გაცურეს.14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი;15. ეძგერა ხომალდს და რაკი მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია ტალღების სათამაშოდ ვიქეცით.
მოციქულთა საქმეები თავი 27
14. მაგრამ სულ მალე კუნძულის მხრიდან ამოვარდა გრიგალი, ეგრეთ წოდებული ევროკლიდონი;
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ-იგი ქროდა ქარი სამხრისაჲ, ჰგონებდეს, ვითარმედ ნებისაებრ მათისა იყოს. აღდგეს ასონით და წარირჩევდეს კრიტით. და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა იწყო ქროლად მის თანა ქარმან მან ბორბალმან, რომელსა ჰრქჳან ვრცელ-ღელვა. და ვითარ შეაცთუნა ნავი იგი და ვერ ეძლო პირსა მიქცევად ქარისა მის, მიუტევეთ და მიმოვაქუნდით (27,13-15).:

თარგმანი: ესე მრავალ გზის შეემთხუევის გამოუცდელთა მენავეთა, რომელ მკუეთრ მობერვასა რომლისამე ქარისასა განჰყვიან, და რაჟამს იქცის ქარი, უადგილოსა ადგილსა ღელვასა დაემთხჳნიან შორიელობითა ნავთსაყუდელისაჲთა, ნუ-უკუე და და-ცა—ინთქნიან. ესრეთ ყვეს აწინდელთა ამათ მენავეთა; სხუასა ქარსა განჰყვეს, რომელი მარჯუჱ იყო, და მყის სხუამან მოჰბერა და შეაცთუნნა და მრავალ დღე ღელვა-გუემულ ყუნა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის