მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 27:17

16. გვერდით რომ ჩავუქროლეთ პატარა კუნძულს, კლავდად სახელდებულს, ძლივს შევინარჩუნეთ ნავი;17. ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა.18. რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს.
მოციქულთა საქმეები თავი 27
17. ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ჭალაკსა რასმე თანა-წარვჰჴედით რაჲ, რომელსა ერქუა კლავდი, ძლით შეუძლეთ დაპყრობად ჴუამალდისა, რომელი აღიღეს და შესაწევნელად იჴუმევდეს და შემოსწებეს ნავსა (27,16-17).:

თარგმანი: იხილეს რაჲ ჭალაკი იგი, ძლით ესე ოდენ ყვეს, რომელ გარდააგდეს ზღუად მცირე ჴუამალდი, რომელ არს ნავი მცირე სანდალი, რომელსა შინა მსხდომნი შეეწეოდეს დიდსა მას ნავსა. ხოლო სანდალი იგი შეაკრეს დიდსა მას ნავსა საბელთა მიერ, რაჲთა არა წარიტაცოს იგი შორს მათგან ქართა და ღელვათა სიმძაფრემან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის