თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ესევითარსა ჟამსა ზამთრისასა ესოდენთა ღელვათა შინა დაშთეს პავლე და მის მიერ მის თანანი იგი ყოველნი ცოცხლად, ვინაჲცა ფრიადისა მისგან არმურისა არცა მზე გინა მთოვარე იხილვებოდა მრავალთა დღეთა. და არა ხოლო ტჳრთი გინა ჭურჭელი ნავისაჲ წარწყმდა, არამედ თჳთ ნავისაცა მის დაჴსნად მიუშუა ღმერთმან, რაჲთა არღარაჲს სხჳსა, არამედ პავლეს ლოცვათა მიერ განრინებულობაჲ ყოველთა მათ კაცთაჲ საცნაურ იქმნეს ყოველთა შორის.
მოციქულთა საქმეები 27:18
17. ზემოთ რომ ამოათრიეს, ყოველნაირად ეცადნენ ბაგირებით გაემაგრებინათ ხომალდი და იმისი შიშით, ვაითუ სირტისში ამოვყოთ თავიო, აფრები დაუშვეს და ასე განაგრძეს გზა.18. რაკი გრიგალი კვლავ მძვინვარებდა, მეორე დღეს ტვირთის გადაყრა დაიწყეს.19. მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში.
მოციქულთა საქმეები თავი 27