თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ესევითარსა ჟამსა ზამთრისასა ესოდენთა ღელვათა შინა დაშთეს პავლე და მის მიერ მის თანანი იგი ყოველნი ცოცხლად, ვინაჲცა ფრიადისა მისგან არმურისა არცა მზე გინა მთოვარე იხილვებოდა მრავალთა დღეთა. და არა ხოლო ტჳრთი გინა ჭურჭელი ნავისაჲ წარწყმდა, არამედ თჳთ ნავისაცა მის დაჴსნად მიუშუა ღმერთმან, რაჲთა არღარაჲს სხჳსა, არამედ პავლეს ლოცვათა მიერ განრინებულობაჲ ყოველთა მათ კაცთაჲ საცნაურ იქმნეს ყოველთა შორის.
მოციქულთა საქმეები 27:20
19. მესამე დღეს კი ხომალდის აღჭურვილობა თავისი ხელით გადაუძახეს ზღვაში.20. მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა.21. დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს.
მოციქულთა საქმეები თავი 27