მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 27:21

20. მაგრამ რაკი რამდენიმე დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და არც გრიგალი ცხრებოდა, ბოლოს და ბოლოს, ხსნის ყოველგვარი იმედი გადაგვიწყდა.21. დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს.22. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა.
მოციქულთა საქმეები თავი 27
21. დიდი ხანია არაფერი გვეჭამა; მაშინ პავლე ჩადგა მათ შორის და თქვა: ჩემთვის რომ დაგეჯერებინათ და კრეტეს არ გასცლოდით, ხალხო, თავიდან აიცილებდით ამდენ ჭირსა და ვარამს.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ დიდსა ზამთარსა შინა ვიყვენით, ხვალისაგან გარდასდებდეს ტჳრთსა, და მესამესა დღესა ჭურჭელი ნავისაჲ თჳსითა ჴელითა გარდააბნიეს. ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა. და ფრიადი უზმობაჲ იყო (27,18-21).:

თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ესევითარსა ჟამსა ზამთრისასა ესოდენთა ღელვათა შინა დაშთეს პავლე და მის მიერ მის თანანი იგი ყოველნი ცოცხლად, ვინაჲცა ფრიადისა მისგან არმურისა არცა მზე გინა მთოვარე იხილვებოდა მრავალთა დღეთა. და არა ხოლო ტჳრთი გინა ჭურჭელი ნავისაჲ წარწყმდა, არამედ თჳთ ნავისაცა მის დაჴსნად მიუშუა ღმერთმან, რაჲთა არღარაჲს სხჳსა, არამედ პავლეს ლოცვათა მიერ განრინებულობაჲ ყოველთა მათ კაცთაჲ საცნაურ იქმნეს ყოველთა შორის.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის