თარგმანი: შემდგომად ესოდენისა მის ზამთრისა და ღელვა-გუემულებისა, არა ყუედრებით ეტყ!ვს გარდასრულსა მას ურჩ,ებასა მათსა, არამედ გარდასრულისა ურჩებისა მიერ შემთხუეულთა ძჳრთა მოჴსენებითა ყოფადთა მიმართ მორჩილებად აწუევს, და ვინაჲთგან პირველ საიდუმლოდ თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებასა ვერ გულისჴმის-მყოფელ იქმნნეს, აწ განცხადებულად უტყჳს ჩუენებასა ანგელოზისასა, და ყოფადსა მას გამოჴსნასა მათსა არა თავსა თჳსსა მიაჩემებს, არამედ ღმერთსა, რომლისა-იგი ქადაგ არს, და მის მიერითა უწყებითა ოთხსა წინამოსწავებასა ჰყოფს: ნავისა შემუსრვასა, და კაცისა არცა ერთისა დაკლებასა, ჭალაკად განცჳვნებასა და კეისრისა წარდგომასა.
22. ახლა კი გირჩევთ გამხნევდეთ, რადგანაც ყველანი გადარჩებით, ხომალდის გარდა.23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებლად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე.
მოციქულთა საქმეები თავი 27