მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 27:24

23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებლად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე.25. მაშ, მხნედ იყავით, ხალხო, რადგანაც მწამს ღვთისა, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მეუწყა.
მოციქულთა საქმეები თავი 27
24. და მითხრა: ნუ გეშინია, პავლე! აუცილებლად უნდა წარუდგე კეისარს, და, აჰა, ღმერთმა გაჩუქა ყველა, ვინც შენთან ერთადაა ხომალდზე.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ. და აწცა გეტყჳ თქუენ: გულდებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან თჳნიერ ხოლო ნავისა, რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე, კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ, და აჰა ესერა მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას. ამისთჳს გულდებულ იყვენით, კაცნო, რამეთუ მრწამს ღმრთისაჲ, რამეთუ ესრეთ იყოს, ვითარცა სახედ მეტყოდა მე. ჭალაკსა რასმე განსცჳვნებად ვართ ჩუენ (27,21-26).:

თარგმანი: შემდგომად ესოდენისა მის ზამთრისა და ღელვა-გუემულებისა, არა ყუედრებით ეტყ!ვს გარდასრულსა მას ურჩ,ებასა მათსა, არამედ გარდასრულისა ურჩებისა მიერ შემთხუეულთა ძჳრთა მოჴსენებითა ყოფადთა მიმართ მორჩილებად აწუევს, და ვინაჲთგან პირველ საიდუმლოდ თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებასა ვერ გულისჴმის-მყოფელ იქმნნეს, აწ განცხადებულად უტყჳს ჩუენებასა ანგელოზისასა, და ყოფადსა მას გამოჴსნასა მათსა არა თავსა თჳსსა მიაჩემებს, არამედ ღმერთსა, რომლისა-იგი ქადაგ არს, და მის მიერითა უწყებითა ოთხსა წინამოსწავებასა ჰყოფს: ნავისა შემუსრვასა, და კაცისა არცა ერთისა დაკლებასა, ჭალაკად განცჳვნებასა და კეისრისა წარდგომასა.

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...).

თუმცა არსად ჩანს, რომ მამამ უბრძანა; ყველგან ქრისტე ესაუბრება მას. რას ამბობს? „წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ" (); და კვლავ: „კეისრისა ჯერ-არს შენდა წარდგომაჲ" (). მაგრამ რასაც ძე უბრძანებს, იმასვე მამის ბრძანებებად ამბობს, ისევე როგორც სულიწმინდის — ძისად. აჰა, სულიწმინდისგან გამოიგზავნა, სულიწმინდისგანვე გამოირჩა, და ამბობს, რომ ეს ღმერთის ბრძანებაა. მაშ, რა? ნუთუ ის, რომ მისი მოციქული მამის ბრძანებითაა გამოგზავნილი, ძის ხელმწიფებას აკნინებს? არამც და არამც; დააკვირდი, როგორ გახადა იგი საერთო. რადგან როცა თქვა: „ბრძანებითა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა", შემდეგ დაამატა: „და უფლისა იესუ ქრისტეს – სასოებისა ჩუენისაჲთა" (...

სრულად ნახვა