მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 27:7

6. სადაც ასისთავმა ნახა იტალიაში მიმავალი ალექსანდრიული ხომალდი და მასზე გადაგვსხა.7. რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივობით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს.8. რის ვაივაგლახით რომ გავცდით მას, მივადექით „კეთილ ნავსადგურად“ წოდებულ ადგილს, რომლის მახლობლადაც მდებარეობს ქალაქი ლასეა.
მოციქულთა საქმეები თავი 27
7. რამდენიმე დღის განმავლობაში ნელა მივცურავდით ქარის გამო, რომელიც წინსვლას გვიშლიდა, და ძლივსძლივობით მივაღწიეთ კნიდოსს, მერე კი სალმონთან ჩავუარეთ კრეტეს.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი. და თანა-წარვლეთ კრიტი სალმუნით კერძო. და ვითარცა ძლით წარმოვარჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ (27,7-8).:

თარგმანი: იხილე შეწევნაჲ მხდლისა ღმრთისაჲ, რამეთუ ვინაჲთგან ზღუაჲ მღელვარე იყო, ამისთჳს არა უტევებდა მათ ქარი იგი შინაგან სიღრმესა შესლვად, არამედ მძლავრ კიდეთა აყვანებდა და ჭალაკთა და ნავთსადგურთა კეთილთა მიაყვანებდა, რაჲთა არა პელაღონსა შინა დაინთქნენ. რამეთუ არს ჟამი ოდესმე, რომელ კიდენი უმოლხინეს არიან, რაჟამს გული ზღჳსაჲ და სიღრმე უფსკრულთაჲ მძჳნვარეობდეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის