თარგმანი: ამიერ ცხად არს, ვითარმედ მელიტონითგან პავლეს ნებასა ზედა ვიდოდეს ასისთავი და მის ქუეშენი. და ესოდენ პატიოსნად ჰყვა იგი, რომელ არა აცილობდეს, რაოდენ დღეცა უნდის დაყოვნებაჲ ანუ თუ სწრაფით ცვალებაჲ ადგილითი-ადგილად, რამეთუ აჰა პოტიოლს შჳდი დღე დაყვეს და ეგრეთ მავიდეს ჰრომედ.
მოციქულთა საქმეები 28:14
13. იქიდან წამოსულები მივადექით რეგიუმს, და რაკი ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა, მეორე დღეს პუტეოლისში ჩავედით,14. სადაც ვინახულეთ ძმები, რომლებმაც გვთხოვეს, შვიდი დღე დაგვეყო მათთან, შემდეგ კი რომისკენ ავიღეთ გეზი.15. ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა.
მოციქულთა საქმეები თავი 28