მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 28:2

1. თავდაღწეულებმა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტე ერქვა.2. იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს.3. მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია.
მოციქულთა საქმეები თავი 28
2. იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს არა მცირედი კაცთმოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო (28,2).:

თარგმანი: იხილე და ისწავე კაცთმოყუარებაჲ ბარბაროზთა ამათგან, ვითარ თჳნიერ ყოვლისა შჯულისა და მცნებისა ბუნებითითა წყალობითა შეეწევიან ჭირსა შთავრდომილთა, და ამიერ გულისჴმა-ყავ, თუ რაოდენ უფროჲს თანა-მდებ ხარ შენ ჴელის-აპყრობად ყოველთა ჭირვეულთა, რომელსა გქონან შჯული და მცნებანი და მრავალფერნი სახენი უზეშთაესსა მას თანა ყოველთა სახელთასა მეუფისა ჩუენისა კაცთმოყუარებასა, რომელ მან აჩუენა ჩუენთჳს ვნებითა წმიდათა მათ ჴორცთა მისთაჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის