თარგმანი: არა ზუაობით და მაჩუენებლობით, არამედ მარადის იძულებული ჭირისაგან სარგებელად ძმათა იქმს სასწაულთა, რამეთუ რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელა ორ გზის თქუმითა წინაჲსწარ შემთხუევადისათჳს ზღუასა შინა, იგიცა კაცთმოყუარებისათჳს ყო შესაწევნელად კაცთა ჭირვეულთა. და აწ კუალად მსახურებისათჳსვე ძჳრხილულთაჲსა შეჰკრებდა ქარქუეტსა განსატფობელად განყინულთა, და მაშინ ცეცხლისა მისგან აღეკრა იქედნე მკლავსა მისსა. ხოლო პოა რაჲ წმიდაჲ იგი ჴელი მისი, განწმედილი ბრალისაგან, უქმ იქმნა მისსა მიმართ მაკუდინებელობაჲ გესლისა მისისაჲ ვინაჲცა ამიერ ისწავე, რაჲთა არა გიკჳრდეს თუ რაჲსათჳს დაჰბადნა მეუფემან მჴეცნი და ქუეწარმავალნი. ცხად არს, ვითარმედ პირველ მცნებისა გარდასლვისა — ყოველივე მორჩილად და მსახურად ადამისსა. და აქუსცა თითოეულსა მათსა თჳსისა რაჲსმე ადგილისა საჴმარებაჲ, ვითარ-იგი გუელთაგან წამლიანთა შეიზავების თერიაჲ. ხოლო შემდგომად მცნებისა გარდასლვისა კიდეგანსა ადგილსა დაიმარხნეს მჴეცნი და ქუეწარმავალნი, ვითარცა შოლტნი საშინებელად ურჩთა და ლაღთა კაცთათჳს. აწ უკუე, ვითარ-იგი ძჳრის-მოქმედთა ეშინის ჭურჭელთაგან და ორღანოთა...
მოციქულთა საქმეები 28:3
2. იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს.3. მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია.4. მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო.
მოციქულთა საქმეები თავი 28