თარგმანი: ვინაჲთგან არა ჯერ-არს ურწმუნოთა წინაშე ურთიერთას საშჯელი მორწმუნეთაჲ, ამას წინა განჰმართებს პავლე, ვითარმედ არა თავით თჳსით, არამედ თჳთ მათ ჰურიათა მიერ მიცემულ არს ჴელთა ჰრომთასა. და ამის პირისათჳს გულსავსე-ჰყოფს ჰრომს მყოფთა მათ ჰურიათა, რაჲთა არა შეორგულდენ სმენად ქადაგებისა მისისა იჭჳთა ამის გულის-კლებისაჲთა, ვითარმედ შემასმენელად ნათესავისა თჳსისა მოსრულ არს პავლე კეისრისა მიმართ. ამისსა იჭუსა განუქარვებს და პირველად უბრალოებისა თჳსისა მოწამედ მოიყვანებს მთავართა ჰრომთასა ფელიკსს და ფესტოს ლუსიაჲთურთ, ვითარმედ: განმიკითხეს რაჲ, ესოდენ უბრალოდ მპოეს, რომელ განტევებაჲ ჩემი უნდა. და კუალად ჰრომს მისლვისა თჳსისა მიზეზსა იტყჳს, ვითარმედ: ვითარ-იგი არა მე ნებსით მივედ, არამედ იერუსალემს მყოფთა ჰურიათა მიმცეს ჴელთა მთავართაჲსა. ეგრეთვე არცაღა კეისრისა მოვიდოდე, არათუმცა იგინი წინა-აღმდგომ და მაცილობელ იყვნეს განტევებისა ჩემისა. არამედ, ვიხილე რაჲ, ვითარ ჰრომნი მთავარნი განმიტევებდეს, ხოლო თჳსნი ჩემნი ჰურიანი სიტყუას-უგებდეს და სიკუდიდ მემზირებოდეს, მაშინღა ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ. და აწ მოსრულ ვარ არა თუ შემასმენელად...
მოციქულთა საქმეები 28:20
19. მაგრამ რაკი იუდეველები დამიპირისპირდნენ, იძულებული გავხდი კეისრის მსჯავრი მომეთხოვა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ბრალი დამედო ჩემი ხალხისთვის.20. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები.21. იუდეველებმა უთხრეს: ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი.
მოციქულთა საქმეები თავი 28