მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 28:21

20. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები.21. იუდეველებმა უთხრეს: ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი.22. მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ.
მოციქულთა საქმეები თავი 28
21. იუდეველებმა უთხრეს: ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი.
თავი მ̂. ჰრომს შინა სწავლისათჳს, რომელ ყო პავლე პურიათა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინა იტყოდა შენთჳს ბოროტსა. ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ. ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს (28,21-22).:

თარგმანი: ვითარცა გჳსწავიეს ძუელთა შინა მოსაჴსენებელთა, ვითარმედ იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი არა ხოლო თავით თჳსით ურწმუნო იყვნეს ქრისტეს ქადაგებისა, არამედ კაცებითა და წიგნებითა მიმოამცნებდეს ყოვლისა სოფლისა მიმოგანთესულთა პურიათა, რაჲთა არა შეიწყნარონ ქადაგებაჲ მოციქულთაჲ, რამეთუ ესე წინა-მოსწავებულ იყო ესაიაჲსგან წინაჲსწარმეტყუელისა, ვითარმედ: ვაჲ ქუეყანისა მის, რომლისა ფრთანი ნავთანი მიერ კერძო იქმნებიან მდინარეთა ეთიოპისათა, რომელი წარჰგზავნის ზღჳთ დასამშჳდებელთა და წიგნებსა ებისტოლეთასა ზედა კერძო წყალთა. ამათ სიტყუათა მიერ მოასწავებს, ვითარმედ ჴმაჲ ბოროტებისაჲ მკჳდრთა ჰურიასტანისათაჲ, ვითარცა ფრთოსნებითა, ნავებითა მოჰვლის ჰინდოეთსა და კიდეთა ქუეყანისათა, რამეთუ მოციქულნი და მიმომღებელნი წიგნებისა მათისანი მიმორბიან ზღუათა ზედა და მდინარეთა, რაჲთა ყოველთა კაცთა შორის განჰფინონ გმობაჲ ქრისტეს ქადაგებისაჲ. აწ უკუე ესე ასმიოდა ჰრომს მყოფთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ყოვლით კერძო მისწერენ იერუსალემს მყოფნი იგი ჰურიანი, რაჲთა არავინ მიმოგანთესულთა ჰურიათაგანმან შეიწყნაროს ქადაგებაჲ ქრისტესი, გარნა თავთა თჳსთათჳს დაამტკიცებენ, ვითარმედ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის