თარგმანი: ამიერ სახესა მიგუცემს მოციქული, რაჲთა, რაოდენ შესაძლებელ იყოს ჩუენგან, არავისსა სწავლად ჴელ-ვჰყოფდეთ თჳთ მოპოვნებულთა სიტყუათაგან ანუ გარეშეთა რათმე და დაფარულთა წიგნთაგან. და ამისთჳს პავლე შჯულისაგან და წინაჲსწარმეტყუელთა მეტყუელებს ქადაგებასა ქრისტესსა, რაჲთა განაცხადოს, ვითარმედ იგივე და ერთი ღმერთი არს შჯულის-მდებელი ძუელისა და ახლისა შჯულისაჲ. და რაჲთა ჩუენ ყოველსავე ადგილსა ყოველთა მიმართ საღმრთოთა და საეკლესიოთა წიგნთაგან მივიღებდეთ სიტყუასა, რომლისაცა პირისათჳს გჳჴმდეს.
22. მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ.23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი.24. ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა.
მოციქულთა საქმეები თავი 28