მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 28:24

23. დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი.24. ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა.25. რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით:
მოციქულთა საქმეები თავი 28
24. ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა.
თავი მ̂. ჰრომს შინა სწავლისათჳს, რომელ ყო პავლე პურიათა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს. და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაჲსწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ, რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს. ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნნე იგინი. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ და მათცა ისმინონ (28,24-28).:

თარგმანი: იგივე და ერთი კადნიერებაჲ აქუს მოციქულსა ზოგად მორჩილთა მიმართ და ურჩთა სახარებისათა, და არავისისა ურწმუნოებისათჳს დააყენებს ძალსა სიტყუათა თჳსთასა, ვითარ-ესე აწ ურჩთა მათ სახარებისათა წინა-დაუდებს, ვითარმედ არა მისსა მიმართ, არამედ სულისა წმიდისა მიმართ ურჩ არიან, და მოაჴსენებს მათ სიტყუასა მის მიერ თქუმულსა პირითა ესაიაჲსითა, რომელსა ეუწყა წინა-მოსწავებითი იგი, შემდგომად ჟამთა ყოფადისა მის ქრისტეს მიმართ ურჩებისა ჰურიათაჲსა ბრალი, რამეთუ იხილეს განჴორციელებაჲ მისი, რომლისათჳს სმენით ესმინა წინაჲსწარმეტყუელთაგან და არა ინებეს მიხედვაჲ მისი. და მზა იყო წინაშე მათსა სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ და განცდაჲ პირისა მისისაჲ, რომელი-იგი არა სხჳსა ვისმე, არამედ ცხოვართა მათ მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა იტყოდა მივლინებულებასა თჳსსა მამისა მიერ. გარნა მათ სიძულილითა დაიყვნეს სახედველნი და სასმენელნი, ვითარცა გულმძიმეთა და თუალმრუმეთა. ამისთჳს უსიტყუელ არიან წინაშე მერმისა მის სამშჯავროჲსა, რამეთუ არცაღა შემდგომად ურწმუნოებისა და ჯუარის-მცუმელობისა განწირნა იგინი უფალმან, არამედ მარადის მზა იყო იგი თავადი მოციქულთა მისთა მიერ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის