მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 3:21

20. მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე,21. რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.22. რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.
მოციქულთა საქმეები თავი 3
21. რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა. (3,21).:

თარგმანი: ყოფილსა ვითარცა ყოფადსა იტყჳს მსგავსად ჩუეულებისა წინაჲსწარმეტყუელთაჲსა, რომელნი-იგი ყოფადსა ვითარცა ყოფილსა და ყოფილსა ვითარცა ყოფადსა აღსწერენ. ხოლო ძალი სიტყუათაჲ ამათ ესე არს, ვითარმედ ვიდრე ჟამადმდე მეორედ მოსლვისა ზეცათა შინა შეწყნარებულ არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. და მიერ მომავალ არს შემდგომად სრულ-ყოფისა ყოველთა მათ წინაჲსწარმეტყუელებათაჲსა, რომელთა სრულებაჲ ვიდრე დასასრულამდე ჟამთა ქმნილ არს და იქმნების და მაშინღა მიერ ზეცით მოვალს ქრისტე ღმერთი მიგებად ყოველთა საქმეთაებრ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის