თარგმანი: ჟამიერად მოაჴსენებს წიგნთაგან მოსესთა ქრისტესთჳს წინაჲსწარმეტყუელებასა მოსესსა, რომლისაგან მცნებაჲ მიუღიეს ყოველთა ჰურიათა, რაჲთა, რომელმან არა ისმინოს ქრისტესი, მოისპოს ერისაგან მართალთაჲსა, რამეთუ, ვითარ-იგი მოსე ძუელისა შჯულისდებისა, ეგრეთვე ქრისტე ახლისა სახარებისა ქადაგ იქმნა და ამის მიერ თქუმულსა ყოველსა შეწყნარებად მაწუეველი მოსე ძუელისა მის ყოვლისა დატევებასა ბრძანებს და შედგომასა ქრისტესსა, რომელი მსგავს მოსესსა არს შჯულის-მდებლობითა, ხოლო ჩუენთჳს ჴორცთ-შესხმითა — ძმა ჰურიათა, რამეთუ მათისა ნათესავისაგან განკაცნა, ვინაჲცა, რომელი ურჩ მისსა იყოს, სული იგი მოისპოლვის განვრდომითა საუკუნეთა კეთილთაგან.
მოციქულთა საქმეები 3:22
21. რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.22. რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.23. და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“.
მოციქულთა საქმეები თავი 3