მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 3:25

24. ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან მოყოლებული, ასევე გვაუწყებდა ამ დღეებს.25. თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“.26. თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.
მოციქულთა საქმეები თავი 3
25. თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ, რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინაჲსწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი (3,24-25).:

თარგმანი: რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ ქრისტეს მკლველობისათჳს არღარა დაშთომილ არს მათდა სასოებაჲ ცხორებისაჲ, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელთა წინა-მოსწავებისა მიერ განამჴნობს, ვითარმედ: ვითარცა ქრისტეს მოსლვაჲ, ეგრეთვე მის მიერ ზოგად ცხორებაჲ ჰურიათა და წარმართთაჲ უკუანაჲსკნელთა ამათ დღეთა ყოფადი, წინაჲთვე თქუმულ არს მათ მიერ. და კუალად, შვილებისაგანცა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთასა განუკუთნავს მათ აბრაჰამის მიმართსა მას აღთქუმასა, ვითარმედ: იგინიცა იკურთხევიან ყოველთა თანა ტომთა ქუეყანისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის