მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 3:26

25. თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“.26. თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.
მოციქულთა საქმეები თავი 3
26. თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუჲ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა (3,26).:

თარგმანი: ვიეთ "თქუენ"? — არამედ ჯუარის-მცუმელთა მაგათ გიჴსნის ნათესავი იგი აბრაჰამისი ქრისტე წყევისაგან შჯულისა და მცნებისა გარდასლვისა და ბრალისაგანცა მკლველობისა, უკუეთუ ოდენ მოიქცეთ უკეთურებისაგან და იკურთხეოდით სარწმუნოებით მისა მიმართ, რომელი-იგი ჴმობს: არა ვიდრემე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის