თარგმანი: ესე ქრისტესგან ესწავა პეტრეს, რამეთუ რომელიმე სიტყჳთ განკურნის და რომელიმე შეხებით. ამისთჳს აწ ჴელი მარჯუენე უპყრა. რაჲთა არა თავით თჳსით ქმნილად შეირაცხოს სასწაული იგი, ამისთჳს ჴელის პყრობასა შეუდგა განმტკიცებაჲ ფერჴთაჲ და ხლდომაჲ შობითგან მკელობელისაჲ, რომელმან არცაღა გუარი უწყოდა სლვისაჲ და გამო-ცა-იცდიდა თავსა. ამისთჳს სლვასა შესძინა ხლდომაჲ და ღაღადებით მადლობაჲ ღმრთისაჲ.
მოციქულთა საქმეები 3:8
7. მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები.8. წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.9. მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს.
მოციქულთა საქმეები თავი 3