მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 3:7

6. მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე.7. მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები.8. წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.
მოციქულთა საქმეები თავი 3
7. მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი და ხლდომით აღდგა და ვიდოდა და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა (3,7-8).:

თარგმანი: ესე ქრისტესგან ესწავა პეტრეს, რამეთუ რომელიმე სიტყჳთ განკურნის და რომელიმე შეხებით. ამისთჳს აწ ჴელი მარჯუენე უპყრა. რაჲთა არა თავით თჳსით ქმნილად შეირაცხოს სასწაული იგი, ამისთჳს ჴელის პყრობასა შეუდგა განმტკიცებაჲ ფერჴთაჲ და ხლდომაჲ შობითგან მკელობელისაჲ, რომელმან არცაღა გუარი უწყოდა სლვისაჲ და გამო-ცა-იცდიდა თავსა. ამისთჳს სლვასა შესძინა ხლდომაჲ და ღაღადებით მადლობაჲ ღმრთისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის