თარგმანი: ყოველსავე ადგილსა პეტრე იწყებს სიტყუად, ვითარცა თავი მოციქულთაჲ და ვითარცა განბრძნობილი სულისა მიერ, პატივით მთავრად უწოდს მათ და მოხუცებულებითა შეამკობს. და ეგრეთღა ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ესოდენ დაბრმობილ ხართ შურითა, რომელ ვითარცა დასაშჯელთა განგჳკითხავთ საქმესა ზედა სამადლობელსა და განსაკჳრვებელსა, მე განგიცხადო, რაჲ-იგი თქუენ არა გნებავს სმენად: სახელითა იესუ ქრისტესითა, რომელი თქუენ, ვითარცა ლიტონი კაცი ნაზარეველი, ეგრეთ ჯუარს-აცუთ, ხოლო ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამან, ვითარცა ჭეშმარიტად ძემან ღმრთისამან, განკურნნა ფერჴნი დაჴსნილნი, რომელნი-ესე წინაშე თქუენსა დგანან ცოცხლებით და სიმრთელით.
მოციქულთა საქმეები 4:10
9. რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი,10. დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით.11. ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა.
მოციქულთა საქმეები თავი 4